კლუბ ,,მარეთის" გეგმა და რეფლექსია


              სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლა


მოსწავლეთა მუსიკალური კლუბი          
                                           
„მარეთი“



მაწყვალთა
2018-2019 სასწავლო წელი

________________________________________________



    კურატორი- მერაბ ზოიძე, მუსიკის მასწავლებელი;
ლიდერი -მათე ცეცხლაძე, მოსწავლე-VIII კლასი.
                              
  კლუბის წევრები:
          

1. ნატა ნაკაიძე - IV  კლასი
2.მარი ზოიძე - IV  კლასი
3. გელა მაკარაძე -IV კლასი
4. მარი მაკარაძე -VI კლასი
5. მარი მაკარაძე -VI კლასი
6. გელა ნაკაიძე -VI კლასი
7. რაინდი მაკარაძე - VIკლასი   
8. ლინდა თავდგირიძე - VII კლასი 
9. სალომე მაკარაძე -VII კლასი
10. ჯემალ ზოიძე - VII კლასი
11. გიორგი ნაკაიძე -VIII  კლასი 
12. მათე ცეცხლაძე -VII I კლასი
13.ლიკა ნაკაიძე -VIII კლასი
14. მარგალიტა ჯუმუშაძე-XII კლასი
  


____________________________________________________________

სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის  შემოქმედ მოსწავლეთა ქართული,ხალხური მუსიკალური კლუბი „მარეთი“ ჩამოყალიბდა 2017 წლის ოქტომბერში,განისაზღვრა საქმიანობის წესდება, ჩამოყალიბდა მიზნები და ამოცანები, აერთიანებს  III-XII კლასის მოსწავლეებს.


                 სლოგანი:“  შემოქმედებაშია თავისუფლება“.

ემბლემა:



კლუბ „მარეთის“ წესდება:
     -კლუბის ხელმძღვანელი ორგანოა კურატორი,რომელიც არჩეულია ერთი წლის ვადით,მისი გადაყენება შესაძლებელია:პირადი განცხადების ან კლუბის წევრთა გადაწყვეტილების საფუძველზე.

      -კლუბის კურატორს აქვს უფლება: ჩაატაროს კლუბის სხდომა,წინასწარ მოამზადოს საჭირო მასალა.უხელმძღვანელოს კლუბს,დაამტკიცოს მისი წევრების მიღებული გადაწყვეტილებები.
      -მიიღოს ოპერატიული გადაწყვეტილებები კლუბის მოღვაწეობის შესახებ.
      -კურატორი უფლებამოსილია უარი თქვას  ხელმძღვანელობაზე და 1 თვის ვადაში წერილობით ამცნოს კლუბის წევრებს.
      -ყველა გადაწყვეტილება მიიღება კლუბის წევრთა უმრავლესობაზე დაყრდნობით.
                                         
      -ლიტერატურული კლუბის წევრთა საქმიანობა დაფუძნებულია
თანასწორობაზე,ნებაყოფილობასა და თავისუფალ სიტყვაზე.
     -კლუბის წევრი შეიძლება იყოს სკოლის მე-4,მე-12 კლასელი მოსწავლე;
     -კლუბის წევრები არიან კლუბის დამაარსებლები და აქვთ თანასწორი უფლებები და მოვალეობები;
     -კლუბში გასაწევრიანებლად მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს პირადი განცხადება;
     -კლუბიდან წევრის  გარიცხვა შეიძლება
 ა) მისგან კლუბის წესდების დარღვევისას;
                         ბ)პირადი სურვილის შემთხვევაში განცხადების საფუძველზე.
                                  
კლუბის წევრთა უფლებები:
      -მიიღოს მონაწილეობა კლუბის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში;
      -დაგეგმოს და ჩაატაროს ღონისძიებები სხვადასხვა ფორმით.
      -მიიღოს ინფორმაციები კლუბის დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ.


  კლუბის მიზნები და ამოცანები:
1. ხალხური ფოლკლორის  გაცნობა და პოპულარიზაცია; 
          2. შემოქმედ მოსწავლეთა უნარების აღმოჩენა და განვითარება;
3. მოსწავლეთა ინიციატივებით ღონისძიებების ჩატარება;
                     4. ინტელექტუალური და მუსიკალურ -კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
5. რაიონულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება
             კლუბში მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში:     
         -ორგანიზაციული მუშობისა და კომუნიკაციის უნარების          ჩამოყალიბებასა და განვითარებას;
         - გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას ;
         -შემატებს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის  უნარს;
-პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას ;
        -კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
       -საკვლევაძიებო მუშაობისა და ღონისძიებების დაგეგმვა-წარმართვას;
      -გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს
.         კლუბი განახორციელებს საქმიანობას ,რომელიც გამომდინა-რეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან,მოსწავლეებს განუვითაროს საკუთარი აზრის ლოგიკური გამოთქმისა და სხვადასხვა დანიშნულებითი ტექსტის შექმნის უნარი,ჩამოუყალიბოს  დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების,მუსიკის,როგორც ხელოვნებისა და კულტურის  აღქმის უნარი.  
საინფორმაციო   ორგანო:
     კლუბს აქვს საინფორმაციო ორგანო:სკოლის გაზეთი „ნორჩი მუსიკოსი“ .    მუშაობს მიმართულებებით: შემოქმედებითი უნარის  გაღვივება  კლუბის  წევრებში,საკვლევაძიებო მუშაობების  ჩატარება, მოსწავლეთა მუსიკალურ კონკურსებში              მონაწილეობის მიღება,სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება.
                                    კლუბის მუშაობის გრაფიკი:
     კლუბის წევრები იკრიბებიან კვირაშიერთხელ,ხუთშაბათობით,
 კურატორი ვალდებულია, კლუბის მუშაობის განრიგი,შეხვედრებისა და ღონისძიებების ადგილი გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას.
წინასწარ განსაზღვროს და  კლუბის წევრებს გააცნოსღონისძიების გეგმა.



                                         სამუშაო გეგმა

 

 

თარიღი

                     ღონისძიება

   ადგილი

შენიშვნა

 

  

  15-23

 

ოქტომბერი

 

 

 

 

 

 




 

 

კლუბის შექმნის ორგანიზაციული საკითხები;

)კლუბის წევრთა მიღება;

)კლუბის სახელწოდებისა და ატრიბუტიკის შერჩევა;

1.კლუბის წესდების,მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა-დამტკიცება;

2.კლუბის სამუშაო გეგმის დამტკიცება.

 

 

 

 

 

მაწყვალთის სკოლა

 

 

 

 

 




 

 

 

    

ჩატარდა

 

 

 

 

 

 



 

 

 

ნოემბერი

 

 

 

 

 

 




1. ხალხში გაბნეული მარგალიტები.

2. ხალხური ტრადიციები ,,შუამთობა

 

 

 

 

 

 

 


მაწყვალთის სკოლა

 

 

 

      

ჩატარდა

 

 

 

 







დეკემბერი

 

 

გავაცოცხლოთ  მამა-პაპათა აჭარული ხალხური  მოძიებული მასალებით კლუბის ერთი დღე: ,,იმღერეთ და იცეკვეთ ჩვენთან ერთად!“

 

საახალწლო კარნავალისმომზადება

 

 



მაწყვალთის

სკოლა

 

 

 

 

 

 

 

 

გამოშვებულია

 

 

 

 

 

 

 

 

იანვარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლუბის ლიტერატურული გაზეთის: ,,ნორჩი მუსიკოსიგამოშვება.

 

 

 



მაწყვალთის 
სკოლა

 

 

 

 



დამზადებულია

 

 

 

                 
მუსიკალური კლუბი „მარეთი“
                 რეფლექსია
მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში, ვფიქრობ, საკლუბო მუშაობას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია.  რა თქმა უნდა ყოველ სასკოლო კლუბს აქვს ინდივიდუალური მიზნები, ფუნქცია, წესდება და სხვა. თუმცა საერთო ნიშნად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი- ძირითადად, სასკოლო კლუბის ფუნქციონირება უკავშირდება არასაგაკვეთილო პერიოდს და მასში არის ნებაყოფილობითი, დამოკიდებულია მოსწავლეთა სურვილზე. აქედან გამომდინარე, სასკოლო კლუბში გაწევრიანდებიან თვითმოტივირებული ბავშვები. ეს გაზრდის მუშაობის ხარისხსაც და მოსწავლეების პასუხისმგებლობასაც. ბუნებრივია, იდეალურ შემთხვევაზე ვსაუბრობთ. კლუბში მოხვედრის წინა პირობა უნდა იყოს თავისუფალი არჩევანი, მოსწავლე თავად უნდა წყვეტდეს, ჩაერთოს თუ არა სასკოლო კლუბის ცხოვრებაში და ეს არ უნდა მოხდეს ძალდატანებით. შემდგომ, თუ საკლუბო აქტივობები დაიგეგმება მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით, კლუბის მუშაობა ხანგძლივი და ეფექტური იქნება.

2017-2018 წელს მოსწავლეებთან ერთად დავაარსე მუსიკალური კლუბი „მარეთი“, რომლის მიზანი მუსიკის დონის ამაღლებაზე ზრუნვა, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეთა ჯანსაღი ცნობიერების ჩამოყალიბებაა. ბავშვებმა თავად შეარჩიეს კლუბის სახელი, დევიზი და შექმნეს ლოგო.

კლუბის წევრობა არ არის სავალდებულო, სხვადასხვა შეხვედრასა და ღონისძიებაში მონაწილეობენ მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ ამის სურვილი. თავისუფალი არჩევანი განაპირობებს მოტივაციის ზრდას და შედეგი ისაა, რომ უმრავლესობა ერთვება კლუბ „მარეთის“ ცხოვრებაში. აქ ბავშვები მათთვის სასურველ დროს უსმენენ მუსიკას და უკრავენ მუსიკალურ საკრავებზე, საუბრობენ მოსმენილ მუსიკაზე, შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ ესწრებიან  ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, შეხვედრებს ამზადებენ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს რაც, ბუნებრივია, ხელს უწყობს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებას.

როგორ ახერხებს კლუბი „მარეთი“ მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობას? უმთავრესი ბერკეტი არის მუსიკალური ნაწარმოების შესწავლა და  პოპულარიზაცია, მუსიკის კომპეტენციის გამომუშავება- გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შედეგად- ღონისძიებებში გამოცდილების მიღება, მუსიკის გააზრების პროცესში არანჟირებაზე დაკვირვება, სასურველი და მიუღებელი ქმედების გამიჯვნა, პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავება. ბუნებრივია,  აზროვნების, ზეპირი მეტყველების,  შეხედულების გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი. ნოტების კითხვით, ჩემი აზრით, სწორედ ზემოჩამოთვლილი უნარების გამომუშავებაა შესაძლებელი.   „მუსიკის, როგორც ხელოვნების დარგს, გამოყენების ფართო შესაძლებლობები აქვს. სასკოლო პრაქტიკაში მხატვრული თუ არამხატვრული ლიტერატურა ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ითავსებს- მონაწილეთა (ამ შემთხვევაში- მოსწავლეების) სამოქალაქო ცნობილების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებს“
კლუბი „მარეთის“ წევრები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ღონისძიებების  ჩატარებაში. კლუბი ეხმარება მათ გააცნობიერონ ცალკეული ღონისძიებების მნიშვნელობა, არსი. იმაღლებენ ინტელექტუალურ დონეს. ხელს უწყობს ღონისძიებების დაგეგმვა- წარმართვას, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს ჩამოყალიბებებს დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნების უნარს.
კლუბს აქვს ასევე საინფორმაციო ორგანო: სკოლის გაზეთი „ნორჩი მუსიკოსი“, გამოდის თვეში ერთხელ და უღვივებს მოსწავლეებს შემოქმედებით უნარს.
კლუბი ასევე მუშაობს ფოლკლორულ სიმღერებზე. მიმდინარე წელს მოსწავლეებმა დაამუშავეს ორი სიმღერა: ხალხური ტრადიციები „დედის ლოცვა“ და „ჰიდაინანო“.

ყოველივე ზემოჩამოთვლილი ხელს უწყობს მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას. ეჩვევიან ჯგუფურ მუშაობა თავს გრძნობენ თანასწორად. აქვთ თანასწორი უფლებები და მოვალეობები

Комментариев нет:

Отправить комментарий