რესურსი


           რესურსი დასახელება: „ქინდერ  გლობუსი“
           რესურსის აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია

რესურსი წარმოადგენს მუყაოს წრეს,  რომელიც გარედან არის გაფორმებული კონტინეტებით და ოკეანეებით, რათა შეიქმნას გლობუსის იმიტაცია.
VIII კლასში რადგან არის ოთხი მოსწავლე, მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში და შესაბამისად გლობუსში მოვათავსე შესაბამისი რაოდენობის   სიტყვები, წინადადებების ასაწყობად. აქედან გამომდინარე, რესურსი მრავალ ფუნქციურია და შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა კლასის და საგნის მასწავლებელმა.
  გაკვეთილის მსვლელობის დროს, ვაძლევ მოსწავლეებს ინსტრუქციას, რის შემდეგაც მოსწავლეები თავად იღებენ სიტყვებს და თვითონ აწყობენ წინადადებებს.
რესურსის არსი:
·         ადვილად დასამზადებელი;
·         ხელმისაწვდომი
·         უსაფრთხო
·         არ არის ძვირი

აღნიშნული რესურსის მიზანია, მოსწავლეებმა :
·         ხალისით შეასრულონ დავალება;
·         ითანამშრომლონ მასწავლებელთან;
·         გაიზარდოს მოტივაცია;
·         ისწავლონ ურთიერთ თანმშრომლობა;
·         შეძლონ სწრაფად აზროვნება, დაკვირვება გაანალიზება;






         რესურსის გამოყენების რეფლექსია
„ქინდერ გლობუსით“ ჩემ მიერ ჩატარებული  ერთ-ერთი გაკვეთილის თემა იყო კონტინენტები და ოკეანეები. მოსწავლეებს უნდა გამოეყენებინათ ახალი ნასწავლი ზედსართავი სახელები და არსებითი სახელები, ისე რომ მიეღოთ სწორი წინადადება. მაგალითად: ევრაზია ყველაზე დიდი კონტინეტია და სხვა.
უნდა დაელაგებინათ და მიეღოთ წინადადება. ეს ყველაფერი გარკვეულ წილად დამღლელი, ერთფეროვანი და უინტერესო იქნებოდა მათთვის ამიტომ, „ქინდერ გლობუსში“ ჩავდე არეული სიტყვები მოსწავლეები დავანაწილე  წყვილებად ჯერ ამოიღეს სხვადასხვა კონტეინერი სადაც მოთავსებული იყო არეული სიტყვები. მოსწავლეებმა დაალაგეს ეს სიტყვები ისე რომ მიეღოთ გამართული წინადადება. ასე ჩატარებული გაკვეთილი სახალისო და საინტერესო იყო მოსწავლეებისათვის და ამასთან ერთად მათ მოახერხეს ნასწავლი მასალის გამოყენება.
გაკვეთილზე რესურსმა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყო. რესურსი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ  რამდენჯერმე განმეორებით უკეთ და ადვილად დაიმახსოვრეს კონტინეტები და ოკეანეები.
ეს არის სწავლა კეთებით, რომელმაც ინტერაქტიური მოსწავლეებიც ყურადღების ცენტრში მოაქცია. მივაღწიე სასწაულ მიზანს, მოსწავლეებმა ისწავლეს ნასწავლი ზედსართავი სახელები და არსებითი სახელები ისე, რომ მიეღოთ სწორი წინადადებები, რასაც ზეპირი ახსნით ან ილუსტრაციაზე ჩვენებით ნაკლებად შეძლებდნენ.

  რესურსი ხელ უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი, სწავლის უნარის და წიგნიერების განვითარებას. გარდა ამისა, მოსწავლეს უვითარდება მრავალფეროვანი უნარები: მდიდარი ლექსიკური მარაგი, გაწაფული კითხვა;
ტექსტის გაგება-გააზრება; კრიტიკული აზროვნება და მსჯელობა არგუმენტირება. აღნიშნული რესურსი გამოადგებათ ქართული ენის მასწავლებლებს, გეოგრაფიის, უცხოურ ენებში, მუსიკაში, ბიოლოგიაში და მათემატიკაში. რესურსი არის მრავალჯერადი გამოყენების ასეთი რესურსით სწავლება მრავალფეროვანია რადგან, ასე  ტექსტს უკეთ იმახსოვრებენ მოსწავლეები.

   აღნიშნული რესურსი ინტერაქტიურია, რაც გულისხმობს მოსწავლეთა ჩართულობას. მისი გამოყენება პირდაპირ კავშირშია ესგ-ის პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებთან, როგორიცაა: მედია წიგნიერება, წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და სემიოტიკური   კომპეტენცია. წიგნიერებზეა დამოკიდებული ბავშვის კოგნიტური განვითარება.   
 
იხილეთ რესურსი:





Комментариев нет:

Отправить комментарий