კათედრა

 

უცხოური ენების კათედრის სამოქმედო გეგმა

 

მიზანი

ინდიკატორი

პასუხისმგებელი

კლასი

დრო

შენიშვნა

1

კათედრაზე კვლევის ჩატარება

კითხვარი

კათედრის ხელმძღვანელი

სექტემბერი

2

კვლევის ანგარიშის გაცნობა და პრობლემის გადაჭრის გზა

პრობლემები, მიღწევები

კათედრის ხელმძღვანელი

სექტემბერი

3

სახელმძღვანელოების  შერჩევა

შერჩეული სახელმძღვანელოები

კათედრის ხელმძღვანელი

სექტემბერი

4

კათედრის წევრებს შორის საათობრივი ბადის მიხედვით საათების განაწილება

სკოლის საათობრივი ბადე

კათედრის ხელმძღვანელი

სექტემბერი

5

სკოლის შეფასების პრინციპების შემუშავება-გაცნობა

მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების პარამეტრების შერჩევა

კათედრის ხელმძღვანელი

სექტემბერი

6

ინკლუზიურ მოსწავლეთა გამოვლენა

სასწავლო გეგმის შედგენა

კათედრის ხელმძღვანელი

სექტემბერი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

კათედრის ხელმძღვანელი

7

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგ სემინარებში მონაწილეობა

სემინარის მასალები

კათედრის ხელმძღვანელი

მთელი წლის განმავლობაში

8

პროფესიული და მეთოდური ლიტერატურის შეძენა

შეძენილი ლიტერატურა

კათედრის ხელმძღვანელი

მთელი წლის განმავლობაში

9

ტრენინგ გავლილი კათედრის წევრების მიერ თემების წარმოდგენა სხდომებზე:

ა) აღმოჩენებითი სწავლების თეორია- ჯერომ ბრუნერი

 

 

 

 

 

 

თემა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნოემბერი

 

 

ბ) განათლების თეორია- დევიდ პერკინსი

თემა

 

 

 

დეკემბერი

 

გ) განვითარების სოციალურ კულტურული თეორია- ლევ ვიგოტსკი

თემა

 

 

 

 

 

 

 

თებერვალი

 

 

 

დ) ჰუმანისტური მიდგომა და სწავლა გამოცდილებით

თემა

 

 

 

 

 

მარტი

 

 

ე) სწავლების სტრატეგია და მიდგომები

თემა

მაისი

10

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასული პედაგოგების გამოცდილების ურთიერთგაზიარება გამოცდებისათვის მზადების პერიოდში

საგამოცდო ტესტები

კათედრის წევრები

წლის განმავლობაში

11

სხვადასხვა კათედრებს შორის გამოცდილების გაზიარება, დახმარება

დისკუსია

კათედრის წევრები

წლის განმავლობაში

12

ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურ მოსწავლეებთან მუშაობა

ტესტები

კათედრის წევრები

წლის განმავლობაში

13

სწავლის ხარისხის მონიტორინგის მიზნით შიდა სასკოლო წერების ჩატარება

სასკოლო წერები

დირექცია .მ.ზოიზე

წლის განმავლობაში

14

მასწავლებლის გაკვეთილის გეგმების შემუშავება

გეგმები

კათედრის წევრები

წლის განმავლობაში

15

მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება:

ღია გაკვეთილი ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით:

1)

გეგმა

მ.ზოიძე

აპრილი

16

საგნობრივი ოლიმპიადების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება

ოლიმპიადის მასალები

მ.ზოიძე

თებერვალი- მარტი

17

საგნობრივი კონფერენციების ორგანიზება

კონფერენციის მასალები

კათედრის წევრები

აპრილი- მაისი








სსიპ  შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო  სკოლის უცხოური ენების კათედრის სხდომის

ოქმი № 1

 

სოფ. მაწყვალთა                                                                                   05.09.2022 წ.

 

სხდომის დაწყების დრო: 10:00 სთ

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კათედრის წევრები: მერაბ ზოიძე და ნათია ლომინაძე

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდა სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძე.

 

სხდომა გახსნა დირექტორმა ჯემალ ზოიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი და  მიმართა მათ, ხომ არ სურდათ დღის წესრიგში  რაიმე საკითხის დამატება.

 

კენჭი ეყარა წინადადებას დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ:

 

მომხრე:  2

წინააღმდეგი: 0

 

დაადგინეს:  დამტკიცდეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

 

დღის წესრიგი:

1.       კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა;

2.       კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება;

3.       გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევა I-XII კლასებისათვის;

4.       გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შერჩევა VII-XII კლასებისათვის;

5.       შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა;

6.       სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება;

 

7.       მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება;

 

საკითხი N1.კათედრის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა

მომხსენებელი: სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის დირექტორი ჯემალ ზოიძე

 

მოისმინეს:  ბატონმა ჯემალ ზოიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა კათედრის მუშაობის პრინციპები და გადაწყვეტილების მიღების წესი. ასევე შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.


შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, სკოლამ უნდა აირჩიოს კათედრის თავმჯდომარე. კათედრის სხდომების ოქმების წარმოებისათვის კი საჭიროა არჩეულ იქნეს მდივანი. ბ-ნ  ჯემალ ზოიძემ დეტალურად აღწერა კათედრის თავმჯდომარის ფუნქციები, მათ შორის კათედრის შეხვედრების ორგანიზება, დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება; პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების ორგანიზება;    

 

ბატონმა ჯემალ ზოიძემ კათედრის წევრებს მოუწოდა წამოეყენებინათ თავიანთი კანდიდატურები თავმჯდომარისა და მდივნის კანდიდატურაზე.

 

აღნიშნულ საკითხზე აზრი გამოთქვეს: ნათია ლომინაძემ      კათედრის  თავმჯდომარედ დაასახელა მერაბ ზოიძე, ხოლო მდივნად ნათია ლომინაძე. მან ხაზი გაუსვა დასახელებული კანდიდატების  განათლებას, გამოცდილებას, მათ კვალიფიციურობასა და დასაკავებელ თანამდებობებთან შესაბამისობას.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: -2

წინააღმდეგი: -0

 

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

სასწავლო წლის ვადით  უცხოური ენების     კათედრის     თავმჯდომარედ  არჩეულ იქნეს მერაბ ზოიძე, ხოლო მდივნად   ნათია ლომინაძე

 

 

საკითხი  N2.  კათედრის  სამოქმედო გეგმის დამტკიცება

მომხსენებელი:  კათედრის თავმჯდომარე მერაბ ზოიძე

მოისმინეს:  კათედრის თავმჯდომარემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ კათედრა თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, „ეროვნული სასწავლო გეგმის“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უნდა შეიკრიბოს სემესტრში მინიმუმ ორჯერ.

 

კათედრის ეფექტურად მუშაობისათვის საჭიროა შემუშავებულ იქნეს კათედრის სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრება კათედრის მიერ სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებები და მათი განხორციელების პერიოდი. მან კათედრის წევრებს გააცნო  2022-2023 სასწავლო წლის კათედრის  სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია.

აზრი გამოთქვა:  ნათია ლომინაძემ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა კათედრაში გაერთიანებულ ყველა პედაგოგს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად წარმართოს თავისი საქმიანობა.

სხდომის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ კათედრის სამოქმედო გეგმისათვის წარმოდგენილი სახით.

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: -2

წინააღმდეგი: -0

 

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

დამტკიცდეს უცხოური ენების კათედრის 2022-2023 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.

 

საკითხი N3. გრიფირებული სახელმძღვანელოების შერჩევა I-XII კლასებისათვის;

მომხსენებელი: სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე  მერაბ ზოიძე.

 

მოისმინეს: ბატონმა მერაბ ზოიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, კათედრის ერთ-ერთი ფუნქციაა საგაკვეთილო პროცესისთვის, საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში, აგრეთვე ყველა იმ კლასში, რომელსაც მოიცავს სერია უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოთი/სერიით.

ამავე წესის მე-16 მუხლის თანახმად, გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი საგნობრივი სასწავლო გეგმის მოქმედების პერიოდით.

 

ვინაიდან 2011 წელს შერჩეულ I-VI კლასის სახელმძღვანელოებს გრიფირების ვადა გაუვიდათ, სკოლამ უნდა აირჩიოს 2022 წელს გრიფირებული ახალი სახელმძღვანელოები.

 

სხდომაზე დეტალურად იქნა განხილული I-VI კლასის სახელმძღვანელოები.

 

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: -
2

წინააღმდეგი: -0

 

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

I-VI კლასში გამოსაყენებელი გრიფირებული სახელმძღვანელოების ნუსხა განისაზღვროს დანართი N2 შესაბამისად.

 

 

საკითხი N4. გრიფირებული სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების  შერჩევა VII-XII კლასებისათვის;

მომხსენებელი: სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის  საჯარო სკოლის კათედრის თავმჯდომარე  მერაბ ზოიძე.

 

მოისმინეს: ბატონმა მერაბ ზოიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012 წელს შერჩეული გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები სკოლაში მოქმედებდა 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, 2022 -20123სასწავლო წლის ბოლოს ვადა გაუვიდა VII-XII კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს, თუმცა, ახალი სახელმძღვანელოების არარსებობის გამო, სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლამ უცვლელად უნდა დატოვოს და VII-XII კლასებში სწავლება უნდა გააგრძელოს 2022 წელს არჩეული სახელმძღვანელოებით.

 

ბატონმა მერაბ ზოიძემ დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ 2012 წელს VII-XII კლასის სახელმძღვანელოებს გრიფი მიენიჭათ 6 წლის ვადით.   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის“ 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველა იმ სახელმძღვანელოს/სერიას, რომელსაც გრიფი ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 თებერვლის №30/ნ ბრძანების საფუძველზე აქვს მინიჭებული, გრიფის მოქმედების 6-წლიანი ვადა გაუგრძელდა 1 წლით.

 

ბატონმა მერაბ ზოიძემ  დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული ,,ეროვნული სასწავლო გეგმის“ 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მასწავლებელს უფლება აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის 25-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტებით გათვალისწინებული სახელმძღვანელოების გარდა, სწავლებისას დამატებითი რესურსის სახით გამოიყენოს სხვა საგანმანათლებლო რესურსი და თვალსაჩინოება.    

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კათედრის სხდომაზე მასწავლებლების მიერ მოხდა სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსისა და თვალსაჩინოების შერჩევა.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: -

წინააღმდეგი: -0

 

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

  1.  2022 წელს შერჩეული გრიფირებული სახელმძღვანელოები 2022-2023 სასწავლო წლისთვის;
  2. 2022-2023სასწავლო წლისათვის გამოსაყენებელი სასწავლო რესურსების ჩამონათვალი განისაზღვროს დანართი N3 შესაბამისად.                                                                                

 

საკითხი  N5.  შემაჯამებელი დავალებების ანალიზის ფორმების განხილვა

მომხსენებელი: მერაბ ზოიძე

 

მოისმინეს:  ბატონმა მერაბ ზოიძემ დამსწრე საზოგადოებას  შეახსენა,  რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“ შესაბამისად, თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა გააკეთოს შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. კერძოდ, კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის შეგროვება და შენახვა. აღნიშნულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: შემაჯამებელი დავალების ნომერი, შემაჯამებელი დავალების პირობა, საგნის სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც ემსახურება კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდება ეს დავალებები; ასევე, მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული შემაჯამებელი დავალების რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული შემაჯამებელი დავალების ამსახველი ვიზუალური მასალა. კათედრის ფუნქციაა, კოორდინირება გაუწიოს მასწავლებელების მიერ შემაჯამებელი დავალებების ჩატარებას და მოახდინოს შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ანალიზი.

უცხოური ენების კათედრის თავმჯდომარემ მასწავლებლებს შესთავაზა  სკოლის  დირექციასთან  ერთობლივად  შემუშავებული  შემაჯამებელი დავალების ანალიზების ფორმების გადახედვა, რომლის  მიხედვითაც  უნდა   იხელმძღვანელონ  მასწავლებლებმა მიმდინარე სასწავლო წელს.

 

აზრი გამოთქვა: ნათია ლომინაძემ აღნიშნა,  რომ  შემაჯამებელი  დავალებების ანალიზი გვიჩვენებს  მოსწავლეების  მიერ   მიმდინარე  თემების   ათვისების  ხარისხს, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შედეგების გაუმჯობესების მიზნით, ინდივიდუალურად იმუშაოს მოსწავლეებთან.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: -2

წინააღმდეგი: -0

   

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

კათედრის   წევრებმა  იხელმძღვანელონ   წარმოდგენილი  შემაჯამებელი  დავალების ანალიზების   ფორმებით ( იხ.  შემაჯამებელი დავალების ნიმუში (დანართი N4)

 

 

 

საკითხი N6.   სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება

მომხსენებელი: სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის  საჯარო სკოლის უცხოური ენების  კათედრის თავმჯდომარე მერაბ ზოიძე.

 

მოისმინეს:   ბატონმა მერაბ ზოიძემ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის მიზნები, კათედრის როლი სკოლის განვითარებაში, კათედრის წევრთა ფუნქციები.

სასწავლო პროცესის დასაწყებად სკოლის დირექციის მიერ ყველა პირობაა შექმნილი. შესაბამისად, სასწავლო პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭიროა მასწავლებელთა მხრიდან სამუშაო პროცესის აქტიურად წარმართვა და პროექტების შემუშავება, რომელშიც ჩაერთვებიან სკოლის მოსწავლეები.

 

მან ასევე ისაუბრა კოორდინირებული მუშაობის უპირატესობაზე და აღნიშნა, რომ წარმატებული მუშაობისათვის აუცილებელია საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება. კათედრა მიმდინარე სასწავლო წელს გეგმავს სხვადასხვა თემებზე ღია და ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარებას, რაშიც სასურველია თითოეული მასწავლებელი ჩაერთოს და სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელოს.

 

კათედრის თავმჯდომარემ კათედრის წევრებს დაავალა ერთობლივად შეიმუშაონ 2022-2023 სასწავლო წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობების/ღონისძიებების გეგმები.

 

აზრი გამოთქვა: თამუნა ჭურკვეიძემ აღნიშნა, რომ  ღია გაკვეთილის ჩატარებისას მოსწავლეები ეჩვევიან დამსწრე საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენას, ეს ხელს უწყობს პრეზენტაციის უნარის გამომუშავებას. ღია გაკვეთილის დროს მოსწავლე კონკრეტულ თემაზე ახდენს  კონცენტრირებას  და მეტად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. ამასთანავე კლასი აქტიური ხდება  ჯგუფური მუშაობის თვალსაზრისითაც.

თავმჯდომარემ  კათედრის წევრებს მიმართა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: -2

წინააღმდეგი: -0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

ცნობად იქნეს მიღებული კათედრის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სასწავლო პროცესის დაწყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

 

 

 

 

 

საკითხი N7. მასწავლებელთა საათების საორიენტაციო განაწილება

 

მომხსენებელი: სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის დირექტორი - ჯემალ ზოიძე

 

მოისმინეს:  ბატონმა ჯემალ ზოიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პედაგოგებისათვის საათების სავარაუდო გადანაწილების გეგმა და მოუწოდა კათედრის წევრებს შენიშვნების შემთხვევაში დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი.

 

კათედრის წევრები გაეცნენ ამავე კათედრაში შემავალი მასწავლებლების სავარაუდო დატვირთვას და შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

კათედრის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა პედაგოგთა საათების გადანაწილების საკითხი.

 

თავმჯდომარემ კათედრის წევრებს მოუწოდა კენჭი ეყარათ აღნიშნული საკითხისათვის              

 

კენჭისყრის შედეგები:                       
მომხრე: -2

წინააღმდეგი: -0

 

კენჭისყრის შედეგად კათედრამ დაადგინა:

პედაგოგთა საათები განაწილდეს შემდეგნაირად:  

მერაბ ზოიძე -კვირაში 16სთ

ნათია ლომინაძე- კვირაში 25სთ

 

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვასთან დაკავშირებით სხდომა დაიხურა.



სხდომის დასრულების დრო: 11:00 სთ

 

კათედრის თავმჯდომარე:                                   /მერაბ ზოიძე/

 

                          მდივანი:                                       /ნათია ლომინაძე/


















Комментариев нет:

Отправить комментарий