კლასგარეშე მუშაობა მეცხრე კლასის მოსწავლეებთან
კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებისათვის მოსწავლე/მოსწავლეეების მომზადების
პროგრამის
რეფლექსია
კლასის დამრიგებელი
: მერაბ ზოიძე.
მერაბ ზოიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ:მაწყვალთის
საჯარო სკოლის რუსული ენის მასწავლებელი.
შევნიშნე , რა მოსწავლეების დიდი მონდომება და ინტერესი,
მათი მოთხოვნილებები, საჭიროებები, ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოტივაცია კონკურსებში,
ოლიმპიადებში მონაწილეობისა, გადავწყვიტე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან (მზევინარ ფუტკარაძესთან) ერთად
შემექმნა სპეციალური პროგრამა, მათთან კლასგარეშე დამატებითი საქმიანობისათვის მოსწავლეთა,
კერძოდ ( მე-9 კლასი) წყვილთან, რომლითაც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად,
ავამაღლებდი საგნის სწავლების დონეს. დამატებითი მასალით გავამდიდრებდი მათ ცოდნა-წარმოდგენას ზოგად უნარებში და ეს იქნებოდა გარანტი წარმატების მოპოვებისა კონკურსებში
და ოლიმპიადებში.
უპირველესად შევადგინე სამოქმედო პროგრამა, რომელშიც
გავითვალისწინე მე-9 კლასის მოსწავლეთა ინდივიდუალური, ასაკობრივი თავისებურებები,
საჭიროებები და ინტერესები, შესაბამისად ჩემს მიერ შდგენილი პროგრამის დასაყრდენი და
საფუძველი, მიზანიც დასახელებული საკითხების ირგვლივ გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის შევსება,
განმტკიცება-გაღრმავება იყო.
რადგან მოსწავლეები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო
იმახსოვრებენ, ამიტომ გამოვიყენე მრავალფეროვანი თვალსაჩინოება, ინტერნეტრესურსები. Kings.ge
Balavarigeorgia.ge, everest.ge….. ტესტების
ნიმუშები, Gpriedi ის ფოკუსირებული ტესტები, მასწავლებლების მიერ შქმნილი რესურსები და სხვა გეგმის სრული შესაბამისობით
წარიმართა აქტივობები:
· ზოგადი უნარების ოლიმპიადის
ტესტების ნიმუშების მიმოხილვა;
·
ვუნდერკინდის მოსამზადებელი ტესტები;
·
ვიდეო მასალა მერვე კლასის ტესტების
განხილვა;
·
წინა წლებში სხვადასხვა ოლიმპიადებზე
გამოყენებული ტესტების ნიმუშების განხილვა;
·
შემაჯამებელი ტესტირება, რადგან შემაჯამებელი
ტესტირება უკავშირდება პროგრამით გათვალისწინებული სწავლა-სწავლების განმსაზღვრულ შედეგებს.
ფასდება შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები.წარმოჩინდება მათი ცოდნისა
და უნარების დადებითი და უარყოფითი მხარეები,
ამტომ შემაჯამებელ ტესტირებას განსაკუთრებული ფუნქცია მივანიჭე.
მე და ჩემი მოსწავლეები ხალისითა და ენთუზიაზმით
შევუდექით მუშაობას. დაგეგმილი აქტივობების განხორციელებამ დადებითი შედეგი გამოიღო,
ხელი შეეწყო მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური დონის განვითარებას;
გაკვეთილზე შეძენილი ცოდნის განმტკიცება-გაღრმავებას
და შეძენილი ცოდნის პაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ტექნოლოგიური
და სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებას. მოსწავლეებმა წარმატებით
მოახერხეს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მოპოვვება, დამუშავება და ანალიზი. ხელი შეუწყო
ასევე მოსწავლის ლოგიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითრებას.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ოლიმპიადებში, განსაკუთრებით
გამოირჩეოდნენ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ ეტალონ“-ში.
მათ წარმატებით და კარგი შედეგებით გადალახეს „ეტალონის’
პირველი, მეორე ტური და დაიმსახურეს სიგელები.
ეს ძალიან კარგია, მაგრამ უთავრესი ჯერ ერთი-დარწმუნება იმაში, რომ გარჯა, შრომა
და მეცადინეობა უკვალოდ არ ქრება, რომ რწმენა ცოდნასთან ერთად ძალაა უძლეველი და მეორე
უმნიშვნელოვანესი-მოსწავლეებს გამოუმუშავდათ ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც სწავლების
და ყველა საფუძველზე და ყველანაირ კონკურსსა და შეჯიბრში, თუ ოლიმპიადაში მონაწილეობისას
გამოადგებათ.
რაიმე სერიოზული დაბრკოლების წინაშე არ აღმოვჩენილვართ,
რამეთუ მუშაობა მიმდინარეობდა გაწერილი გეგმის მიხედვით, ყველაფერი დროში იყო გაწერილი,
მაგრამ მუშაობის პროცესმა მიჩვენა, რომ მსგავს სამუშაოს უფრო მეტი დრო სჭირდება. ანალოგიურ
შემთხვევაში მსგავსი სამუშაოსთვის მეტ დროს გამოვყოფ.
ჩემის აზრით, მიზანი მიღწეულია, ამ ეტაპზე მოსწავლეთა საჭიროებები და ინტერესები დაკმაყოფილებულია და მაინც მიმაჩნია, რომ კვლავ და კვლავ
ჩემი როგორც მასწავლებლის დაოსტატების, წინსვლისა და წარმატების პირობა დაუღალავი,
მოუწყენელი მუშაობა, როგორც სასწავლო პროცესის სრულყოფის, ისე ინოვაციური მეთოდების
მოძიება გამოყენებით, კოლეგებთან თანამშრომლობით და იმ საინტერესო, მრავალფეროვანი,
შინაარსიანი და ბევრის მომცემი ტრენინგ-პროგრამებით, რომელთა აქტიური მსმენელ-მონაწილე
და მადლიერებით აღსავსე ვარ.
სკოლის დასახელება
|
სსიპ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. მაწყვალთის
საჯარო სკოლა.
|
პროგრამის დასახელება
|
კლასგარეშე მუშაობა კონკურსებისათვის,
ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის მოსწავლეების მომზადება.
|
პროგრამის ტიპი
|
კლასგარეშე დამატებითი საქმიანობა მე-9 კლასთან.
|
პროგრამის ხანგძლივობა
|
3-4 თვე (იანვარ-აპრილი)
|
პროგრამის შემუშავების თარიღი და განსახილველი საკითხი
|
პროგრამა შემუშავებულია 2018 წელი. განახლებადია.
|
პროგრამაზე დაშვების მოთხოვნები, წინა პირობები:
მოსწავლეების
მოთხოვნილებები, ინტერესები და ინდივიდუალური
შესაძლებლობები.
კონკურსებისათვის, ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის
მოსწავლეების მომზადება.
პროგრამის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეთა აკადემიური და ინტელექტუალური უნარების განვითარების
ხელშეწყობა.
მოსწავლეთა სოციალური ურთიერთობების განვითარების გაუმჯობესება.
მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება.
დამოუკიდებელი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
დროის მართვა ეფექტურად.
მოტივაციის ამაღლება.
ძირითადი უნარ-ჩვევები,
რომელთა გამომუშავებასაც ხელს უწყობს პროგრამა:
1.
მსჯელობა-დასაბუთების უნარი:
ვარაუდის გამოთქმა
პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა
არჩეული სტრატეგიის უპირატესობის და გამოყენების განხილვა
მიღებული გადაწყვეტილების ეფექტიანობის დადგენა.
2.
დამოკიდებულება:
თანამშრომლობა წყვილებში სამუშაოების
შესრულებისას
კორექტულობა მასწავლებელთან და მეგობრებთან
მიმართებაში
დროის ფასის რეგულირება
სამუშაოს ორგანიზებისა, დაგეგმვის ხერხებისა
და მეთოდების ფლობა
სწავლების
მეთოდები და სტრატეგიები
ინდივიდუალური მუშაობა
ინდივიდუალური მუშაობა
წყვილებში მუშაობა
ურთიერთსწავლება
შეჯამების გაკეთება
ტესტირება (როგორც ცოდნის შემოწმების
მეთოდი)
გონებრივი იერიში
ბარათებით მუშაობა
პროგრამის
ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ:
აარჩევენ ტექსტის თემატიკას, ტიპს და
შეადგენენ გეგმას სპეციფიკური მიზნებისა და აუდიტორიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
შეარჩევს მასალას და აჯგუფებს გეგმის
შესაბამისად.
შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი და სტრუქტურული
ხასიათის შესწორებები, რათა იყოს მკაფიო, ლოგიკური და თანმიმდევრული.
ასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ პუნქტუალურ
და გრამატიკულ შეცდომებს, იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებს.
იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების
შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
განსახორციელებელი აქტივობები
N
|
თემა
|
მიზანი
|
აქტივობა
|
რესურსი
|
დრო
|
1
|
რა ვიცით ლიტერატურის
შესახებ
|
პროზალური და
პოეტური ტექსტების არსებითი ნიშნების შეხსენება.
|
აქტივობა I
გასული წლეების
ოლიამპიადების შესაბამისი თემის ტიპური ტესტების განხილვა
აქტივობა II
ინტერნეტ რესურსებით
მოძიება და მსჯელობა შესაბამის თეორიულ მასალასთან დაკავშირებით
აქტივობა III
მასალის განმტკიცების
მიზნით მრავალფეროვანი ტესტების ამოხსნა.
|
დაფა, ცარცი,
გასული წლების ნიმუშები, სხვადასხვა ოლიმპიადებიდან.
|
25.01 2019 წ
31.01
2019 წ
1.02
2019 წ
|
2
|
რას ნიშნავს ადამიანად
ყოფნა.
|
ერი და იმავე
თემაზე შექმნილი პოეტური ნაწარმოებების
შედარება. მხატვრული
ნაწარმოების თემაზე მუშაობა
წამოჭრილი პრობლემის
გაანალიზება
|
აქტივობა I
გასული წლეების
ოლიამპიადების შესაბამისი თემის ტიპური ტესტების განხილვა
აქტივობა II
ინტერნეტ რესურსებით
მოძიება და მსჯელობა შესაბამის თეორიულ მასალასთან დაკავშირებით
აქტივობა
III
მასალის განმტკიცების
მიზნით მრავალფეროვანი ტესტების ამოხსნა.
|
8.02 2019წ
15.02
2019წ
22.03
2019წ
|
3
|
რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკოსები.
|
ესეს ტიპის ტექსტისა და დარწმუნების ტექნიკის გაცნობა.
დამარწმუნებელი ტექსტის შექმნა.
კლასიკურ თხზულებებში დასმული პრობლემის დაკავშირება თანამედროვეობასთან.
ლექსის სახეების გაცნობა ესეს დაწერა.
|
აქტივობა I
გასული წლეების ოლიამპიადების შესაბამისი თემის ტიპური ტესტების განხილვა
აქტივობა II
ინტერნეტ რესურსებით მოძიება და მსჯელობა შესაბამის თეორიულ მასალასთან
დაკავშირებით
აქტივობა
III
მასალის განმტკიცების მიზნით მრავალფეროვანი ტესტების ამოხსნა.
აქტივობა IV
საშინაო დავალება
|
2.04
2019წ
10.04
2019წ
16.04
2019წ
|
|
4
|
დიალოგი და მონოლოგი. ანუ რას ვიგებთ პერსონაჟთა მეტყველებიდან, მათი
ხასიათებისა და ზრახვების შესახებ.
|
მხატვრული დანიშნულების გაცნობა. ზეპირი მეტყველების ტექნიკის დახვეწაზე
მუშაობა. ფუძე მონაცვლე ზმნები.
საკუთარი სახელები.
|
აქტივობა I
გასული წლეების ოლიამპიადების შესაბამისი თემის ტიპური ტესტების განხილვა
აქტივობა II
ინტერნეტ რესურსებით მოძიება და მსჯელობა შესაბამის თეორიულ მასალასთან
დაკავშირებით
აქტივობა III
მასალის განმტკიცების მიზნით მრავალფეროვანი ტესტების ამოხსნა.
|
23.04
2019წ
30.04
2019წ
6.05
2019წ
|

Комментариев нет:
Отправить комментарий